ვფიქრობ, დღეს საქართველოს ნაკრებს იმის შესაძლებლობა აქვს, რომ თითოეულ მეტოქესთან იბრძოლოს და გაიმარჯვოს - ხვიჩა კვარაცხელია
"პირველ რიგში, ვულოცავ საქართველოს ამ გამარჯვებას. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ალბანეთთან მატჩის შემდეგ განაცხადა
"ჩეხეთთან და ალბანეთთან უკვე ვანახეთ, რომ ყველასთან თამაში და ყველასთან მოგება შეგვიძლია. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. უკრაინა ძალიან ძლიერია, მაგრამ მე ვფიქრობ, დღეს საქართველოს ნაკრებს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თითოეულ მეტოქესთან იბრძოლოს და გაიმარჯვოს. მთავარია, უნდა გავაგრძელოთ ისევ ისე, როგორც დავიწყეთ“, - განაცხადა კვარაცხელიამ.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშებაში მეორე გამარჯვება მოიპოვა.