თეგებით ძიება
11. 09. 2024 სპორტი

"გადამწყვეტი ის საუბარი იყო, რომელიც შესვენებაზე ფეხბურთელებთან შედგა" - რაზე ესაუბრა ვილი სანიოლი ფეხბურთელებს პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ?

ერთა ლიგაზე სტუმრად ალბანეთის 1:0 დამარცხების შემდეგ nakrebi.ge-სთან საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"ვფიქრობ, დღევანდელ შეხვედრაში გადამწყვეტი ის საუბარი იყო, რომელიც შესვენებაზე ფეხბურთელებთან შედგა. პირველ ტაიმში ბევრი რამ არ იყო კარგად, მაგრამ კარგი საუბარი გვქონდა მოთამაშეებთან. ვეცადეთ, გამოგვესწორებინა შეცდომები და მეორე ტაიმში მეტი აგრესიით ვითამაშეთ. ეს გამარჯვება დავიმსახურეთ.

პირველ ტაიმში მიღებული დარტყმის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ მთელი მატჩი ძლიერი ტკივილით ითამაშა. სურდა, რაც შეიძლებოდა დიდხანს დარჩენილიყო მოედანზე. ის ძალიან კარგი ფეხბურთელი და შესანიშნავი გუნდური მოთამაშეა. ეს აჩვენებს გუნდში არსებულ ატმოსფეროს. ბოლო 15-20 წუთში მეტი მოძრაობა გვჭირდებოდა. ამიტომ, თამაშში ზურიკო დავითაშვილი ჩაერთო და ეს ძალიან კარგად გააკეთა.

B ლიგაში ყველა თამაში რთულია. ოქტომბრის მატჩებამდე ოთხი კვირაა, ფეხბურთელები კლუბში ბრუნდებიან და მსურს, რომ მომდევნო თამაშებს ტრავმების გარეშე შევხვდეთ. თითოეული ფეხბურთელი მნიშვნელოვანია. ჩემი ერთადერთი სურვილია, რომ ოქტომბერში იგივე მიდგომა და გარემო გვქონდეს გუნდში. მხოლოდ ასე შევძლებთ წარმატებული თამაშის გაგრძელებას.

ქართველმა ფეხბურთელებმა ბევრი რამ ისწავლეს ევროპის ჩემპიონატზე. დღევანდელი შეხვედრა ჩეხეთთან მატჩთან შედარებით ბევრად რთული იყო. პირველი ტაიმი კარგი არ ყოფილა, თუმცა სწორედ ასეთი თამაშები გვასწავლის, თუ რა გვაქვს გამოსასწორებელი“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა