ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
ამერიკაში ქართველი ემიგრანტი, ახალგაზრდა ბიჭი ლევან მჭედლიშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
"სამწუხარო და თავზარდამცემი ინფორმაციის მოწოდება მიწევს - აი, ისეთის, ხელის კანკალით და დაბინდული გონებით რომ წერ...
ქართულმა ემიგრაციამ ყველასგან მოულოდნელად დავკარგეთ ღირსეული და სამაგალითო შვილი, ყოველგვარი წესიერების ეტალონი, თბილი, მზრუნველი და მოსიყვარულე, მშრომელი და თავდაუზოგავი, უამრავი ადამიანური ღირსებით შემკული სამაგალითო ახალგაზრდა ლევან მჭედლიშვილი.
მას ამერიკაში უსაყვარლესი დეიდა - ნინო იმედაშვილი და მეგობრების განუზომელი სიყვარული რჩება. ლევანს ხუთშაბათს და პარასკევს გამოვემშვიდობებით. შაბათს მისთვის სანატრელ სამშობლოს დავუბრუნებთ. პანაშვიდი: ხუთშაბათი - 12 სექტემბერი 4 - 8 pm პარასკევი - 13 სექტემბერი 4-8 pm მის: Big Apple Funeral Services 323 Ave U Brooklyn, NY 11223“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.