თეგებით ძიება

CNN-ის გამოკითხვის მიხედვით, დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს შორის დებატებში, "დემოკრატებმა“ გაიმარჯვეს

CNN-ის გამოკითხვის მიხედვით, აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატებს დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს შორის სატელევიზიო დებატებში, დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა. ასე ფიქრობს გამოკითხულთა 63%. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ამასთან, ამერიკელთა 37%-ს მიაჩნია, რომ ჰარისის ოპონენტმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. 

შესაბამისი გამოკითხვის შედეგები არხის პირდაპირ ეთერში გამოცხადდა.

დარეგისტრირებული ამომრჩევლები, რომლებიც უყურებდნენ დებატებს ჰარისსა და ტრამპს შორის 10 სექტემბერს, ამბობენ, რომ ვიცე-პრეზიდენტმა უკეთ გაართვა თავი დებატებს, ვიდრე ტრამპმა. 

CNN-ის გამოკითხვა ჩატარდა ტექსტური შეტყობინებების საშუალებით 605 დარეგისტრირებულ ამერიკელ ამომრჩეველთან, რომლებმაც განაცხადეს, რომ უყურებდნენ დებატებს და გამოკითხვის შედეგები ასახავს მხოლოდ დებატების დამკვირვებლების შეხედულებებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა