თეგებით ძიება
11. 09. 2024 მსოფლიო

ზელენსკი: ჩვენ ვხედავთ, რა ნაბიჯებს გეგმავენ მოსკოვში, ჩვენ მკაცრად ვიმოქმედებთ

ჩვენ ვხედავთ, რა ნაბიჯებს გეგმავენ მოსკოვში, ჩვენ მკაცრად ვიმოქმედებთ, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„მინდა ახლა ვუთხრა ყველას მსოფლიოში, ვისაც ჯერ კიდევ სურს როგორმე დაეხმაროს პუტინს: ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის დასაცავად, არამედ მსოფლიოს რეალური კონსოლიდაციისთვის, რათა ძლიერი რეაგირება მოვახდინოთ ომის გაღვივებაზე ან ომის გაგრძელების ნებისმიერი მცდელობაზე“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„ჩვენი აბსოლუტური პრიორიტეტი სამართლიანი მშვიდობაა და ყველა რაკეტაზე, ყოველ დრონზე და მტრის ყოველ ნაბიჯზე, ყოველ მცდელობაზე, რომ ეს ომი გახანგრძლივდეს და უფრო სასტიკი იყოს, აუცილებლად იქნება მსოფლიოს პასუხი. ჩვენ უზრუნველვყოფთ მსოფლიოს აუცილებელ ერთობას, რაც არ უნდა რთული იყოს ჩვენთვის“, - დასძინა მან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა