როგორია, ასპინძაში მეხის დაცემის შედეგად დაშავებული კაცის მდგომარეობა?
მეხის დაცემის შედეგად დაშავებული 40 წლამდე კაცი, ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, იგი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
შეგახსენებთ, რომ, 10 სექტემბერს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთის ტყეში მეხის დაცემის შედეგად ერთი კაცი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.