თეგებით ძიება

3 სექტემბერს დედაქალაქში ავტომობილების უპრეცენდენტო რაოდენობა დაფიქსირდა - კახა კალაძე

3 სექტემბერს დედაქალაქში ავტომობილების უპრეცენდენტო რაოდენობა დაფიქსირდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მან ზოგადად, ქალაქში მიმდინარე სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მერია არაერთ პროექტს ახორციელებს, რომ მოქალაქეების მხრიდან შემცირდეს კერძო ავტომობილებზე მოთხოვნა.

„მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია თუ რამდენი ავტომობილი გადაადგილდება დედაქალაქში. მაგალითისთვის, 2017 წელს, როდესაც პირველად აგვირჩია თბილისის მოსახლეობამ, ქალაქში 250 -280 ათასამდე ავტომობილი გადაადგილდებოდა. წელს, 3 სექტემბერს კი დედაქალაქში დაფიქსირდა კერძო ავტომობილების უპრეცენდენტო რაოდენობა. კერძოდ, 687 ათას ავტომობილზე მეტი.

ეს რიცხვი სამწუხაროდ ყოველწლიურად მზარდია, რაც ერთის მხრივ ლოგიკურიცაა, რადგან როდესაც ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, იზრდება კერძო ავტომობილების რაოდენობაც და მათზე დამოკიდებულების მაჩვენებელიც. თბილისის შინამეურნეობების სატრანსპორტო კვლევის თანახმად, ყოველი მეხუთე კერძო საავტომობილო მგზავრობა ხორციელდება კილომეტრ-ნახევარზე ნაკლებ მანძილზე.

ამასთან, მინდა გითხრათ, რომ კერძო ავტომობილზე დამოკიდებულების მაჩვენებელი, ჩვენთან ევროპასთან შედარებით 3-4ჯერ მაღალია,“- განაცხადა კალაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა