თეგებით ძიება
11. 09. 2024 სპორტი

დარწმუნებული ვარ, რომ "ქართული ოცნება“ იქნება ის გუნდი, რომელიც ამაყად, ღირსებით შეაბიჯებს ევროპაში - ლაშა ტალახაძე

ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" სიის პირველი ოცეულის წევრი ლაშა ტალახაძე ხხელისუფლების რიტორიკას იმეორებს და ამტკიცებს, რომ მმართელმა პარტიამ ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნა.

"გადავწყვიტე, დავუდგე ისეთ გუნდს გვერდით, რომელმაც შეინარჩუნა ქვეყანაში მშვიდობა და დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ იქნება ის გუნდი, რომელიც ამაყად, ღირსებით შეაბიჯებს ევროპაში. ამ ეტაპზე, მოგეხსენებათ, რომ განცხადებები კეთდება, მაგრამ ვთვლი, რომ ეს ყველაფერი გაუგებრობაა და მალე იქნება მოგვარებული. დარწმუნებული ვარ, რომ ვიმსახურებთ ევროპაში ყოფნას, საქართელო არის ევროპის შემადგენელი ნაწილი და ჩემი მთავარი მიზანია, რომ საქართველო იოს ევროკავშირის წევრი ქვეყანა", - ამბობს ტალხაძე.

ტალხაძე ასევე არ მალავს, რომ რუსული კანონის მომხრეა. 

"გამჭვირვალობის კანონს რაც შეეხება, ვთვლი, რომ აუცილებელია და არ უნდა იყოს საზოგადოებაში დამალული რამე და უნდა იყოს ყველაფერი საჯარო. 

რომ გითხრათ, რომ ჩამოყალიბებული ვარ ყველაფერშ, მოგატყუებთ. ჩემი მთავარი მიზანია ახალგაზრდების გვერდში დგომა, რა თქმა უნდა, ჩემი ქართული სპორტის გვერდზე დგომა და ყველა ის ღირსეული ნაბიჯი, რასაც განვახორციელებთ ერთად ჩვენი გუნდი", - ამბობს ტალახაძე. 

“ოცნებამ“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიის საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა.

საარჩევნო სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი იქნება, მეორე ნომრად კი ირაკლი კობახიძე დასახელდა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა