ლიეტუვის პრეზიდენტი და ლატვიის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდნენ
ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ კიევში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა.
„ახლახან ჩამოვედი კიევში. კარგია დაბრუნება და ჩემს ძვირფას მეგობართან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა უკრაინასთან სოლიდარობის ნიშნად. უკრაინისთვის სამხედრო და ეკონომიკური დახმარების გაწევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“, - დაწერა ნაუსედამ.