თეგებით ძიება
11. 09. 2024 მსოფლიო

რუსებს უძრავი ქონების შეძენა ფინეთის შემდეგ ლატვიაშიც აეკრძალებათ

ლატვიის ხელისუფლება რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვის აკრძალვას განიხილავს. ამის შესახებ ლატვიელმა დეპუტატმა ედმუნდს იურევიჩსმა განაცხადა, რასაც Delfi ავრცელებს.

მისი თქმით, სამთავრობო კოალიცია ფინეთის მაგალითს აანალიზებას, სადაც ახლახან რუსეთის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ უძრავი ქონების შეძენა აიკრძალა. საკითხის განხილვა რესპუბლიკის მიწათმოქმედების სამინისტროს ინიციატივით გაიმართა.

„ექსპერტებთან ერთად საუკეთესო გზას გამოვნახავთ, რომ საკანონმდებლო დონეზე რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შეძენა შეიზღუდოს,“ - ხაზგასმით აცხადებს დეპუტატი.

აგვისტოს შუა რიცხვებში ლატვიის ხელისუფლებამ ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებ რუსებს მოსთხოვა, ლატვიური ენის ცოდნა დაადასტურონ და უკრაინაში ომი დაგმონ, თუკი ბინადრობის ნებართვის გაგრძელება სურთ. შესაბამისი დოკუმენტები რუსებმა მიგრაციის სამსახურში 2025 წლის 30 ივნისამდე უნდა წარადგინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, 2025 წლის 13 ოქტომბრამდე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს სახელმწიფოს ტერიტორიის დატოვებას მოსთხოვენ.

ცნობისთვის, 2 სექტემბერს ფინეთის თავდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც რუსებს ქვეყანაში უძრავ ქონებაზე გარიგებებს მთლიანად უკრძალავს. ამასთან, დოკუმენტი პარლამენტს წლის ბოლომდე წარედგინება. Bloomberg-ის თანახმად, ბოლო წლებში ფინეთში ჩნდებოდა ცნობები უძრავი ქონების საეჭვო გარიგებების შესახებ, რომელთაგან ზოგი ობიექტი კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან ახლოს მდებარეობს, ამიტომ რუსებისთვის უკვე გაყიდულ უძრავ ქონებაზე გამოძიება ჩატარდება. ამასთან, ზაფხულის დასაწყისში ფინეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში რუსების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ყველა ობიექტი დაადგინა და ისინი სპეციალურ რეესტრში შეიტანა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა