11 სექტემბრის ტერაქტიდან 23 წელი გავიდა
2001 წლის 11 სექტემბერს ტერორისტული ორგანიზაცია ალ-კაიდას ტერორისტებმა 4 თვითმფრინავი გაიტაცეს. 2 თვითმფრინავი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობებს შეეჯახა. მსოფლიო სავაჭრო ცენტრების ორივე შენობა, 110-სართულიანი ტყუპი ცათამბჯენები, 2 საათზე ნაკლებ დროში განადგურდა. ერთი თვითმფრინავი თავს დაესხა პენტაგონის შენობას. მეოთხე გატაცებული თვითმფრინავი, სადაც ტერორისტებს ეკიპაჟის წევრებმა და მგზავრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, პენსილვანიაში ჩამოვარდა.
ტერაქტების შედეგად 3 ათასამდე ადამიანი დაიღუპა. მათგან 246 ადამიანი გატაცებული თვითმფრინავის მგზავრი იყო; 2 606 - ცათამბჯენებში დაიღუპა. პენტაგონში მოკლეს 125 ადამიანი.