თეგებით ძიება

"სამხრეთ ოსეთი BRICS-ში გაწევრიანების გზებს ეძებს“ - გაგლოევის მრჩეველი

ე.წ. სამხრეთ ოსეთი BRICS-ში დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანების გზებს ეძებს. ამის შესახებ ცხინვალის დე ფაქტო ლიდერის მრჩეველმა ბათრაზ ბეგიზოვმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

მან განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის სპორტსმენებს BRICS-ის შეჯიბრებებში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდათ და ეს რუსეთის დახმარებით მოხდა.

"ამ ორგანიზაციის სხვადასხვა ფორმატში მონაწილეობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამხრეთ ოსეთი ცდილობს, რომ იყოს თვითმყოფადი ქვეყანა რუსეთის ფედერაციის აქტიური დახმარებით. ეს საერთაშორისო პროცესებში ჩვენი მონაწილეობის მნიშვნელობის დემონსტრირებაა, რაც ამჟამად შეზღუდული სახით ხდება, მაგრამ ამ მრავალმხრივ საერთაშორისო ფორმატში მომავალში მონაწილეობის შესაძლებლობას მოგვცემს“, - განაცხადა ბეგიზოვმა.

გაგლოევის მრჩეველი ამბობს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის წამყვანი ფაქტორია თანმიმდევრული და დაჟინებული პოზიცია, რაც მას საშუალებას მისცემს, რომ საერთაშორისო არენაზე პოზიციები გაიმყაროს და მსგავს საერთაშორისო სტრუქტურებში დამკვირვებლის სტატუსი მოიპოვოს.

ცნობისთვის, BRICS არის 9 სახელმწიფოსგან შემდგარი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის ყველაზე დიდი წევრებია ჩინეთი, რუსეთი და ინდოეთი. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ BRICS-ში გაწევრიანება აზერბაიჯანსა და თურქეთს სურთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა