დაუშვილი: ოცნებას ლეგიტიმაციისა და მხარდაჭერის კუთხით, კრიზისი აქვს
თვითონ ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების საარჩევნო სიის პირველი ნომერია, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ დღეს ოცნებას ლეგიტიმაციის კრიზისი აქვს. რადგან, მათ რომ ძალიან არ უჭირდეთ და ლეგიტიმაციის კრიზისი არ ჰქონდეთ, ივანიშვილი ამ პროცესში არ შემოვიდოდა და მით უმეტეს, საარჩევნო სიაში არ იქნებოდა. ეს იმის პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ ლეგიტიმაციისა და ხალხის მხარდაჭერის კუთხით, ძალიან სერიოზული კრიზისი აქვთ.
თქვა პარტია გახარია საქართველოსთვის წევრმა, მიხეილ დაუშვილმა. ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების საარჩევნო სიის პირველი ნომერია.