თეგებით ძიება

დასავლეთმა, სავარაუდოდ, უკვე გადაწყვიტა კიევს რუსეთის წინააღმდეგ შორი მანძილის რაკეტების გამოყენების უფლება მისცეს - პესკოვი

კრემლის ლიდერის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, დასავლეთმა დიდი ალბათობით, უკვე გადაწყვიტა კიევს რუსეთის ტერიტორიაზე შორი მანძილის რაკეტების გამოყენების უფლება მისცეს. ასე უპასუხა პესკოვმა TASS-ის შეკითხვას. 

"დიდი ალბათობით, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ამჟამად მედია აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას უკვე მიღებული გადაწყვეტილების ფორმირებისთვის“, - აცხადებს პესკოვი. 

ამასთან, როგორც „ბიბისი“ იტყობინება, თეთრი სახლის ლიდერმა, ჯო ბაიდენმა მიანიშნა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, შეიძლება, მოხსნას უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვა.

ამ საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია „ამჟამად მუშაობს ამ საკითხზე“. ამ საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია „ამჟამად მუშაობს ამ საკითხზე“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა