თეგებით ძიება

მთავრობა საპატრიარქოს გელათის რეაბილიტაციისთვის დამატებით 4 მილიონ ლარს გამოუყოფს

მთავრობამ საპატრიარქოს გელათის სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო, სარეკონსტრუქციო და საკონსერვაციო ხარჯებისთვის დამატებით 4 მილიონი გამოუყო - ამის შესახებ პრემიერმინისტრის 9 სექტემბერს გამოცემულ განკარგულებაში წერია. 

განკარგულების მიხედვით, ფინანსთა სამინისტრო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გამოუყოფს 11 500 000 ლარს, რის შემდეგაც სააგენტოს თანხის  მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნებული გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტისთვის გადარიცხვა ევალება. 

2024 წლის 18 მარტს გამოცემული პრემიერმინისტრის განკარგულების მიხედვით, გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის დაფინანსება 7 500 000 ლარით იყო განსაზღვრული. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა