რუსეთში, ბელგოროდის ოლქში სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა
რუსეთში, ბელგოროდის ოლქში სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს ინფორმაციას.
გლადკოვის მიხედვით, ინციდენტი მოხდა რკინიგზის ოპერირებაში არალეგალური ჩარევით. არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
სამართალდამცავ ორგანოებმა ტერორისტული თავდასხმის მუხლით გამოძიება უკვე დაიწყეს.
"მიმდინარეობს ოპერაციული გამოძიება იმის დასადგენად, თუ ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული" – წერია რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის დასავლეთ რეგიონთაშორისის დეპარტამენტის განცხადებაში.