თეგებით ძიება
11. 09. 2024 მსოფლიო

დრეზდენში მდინარე ელბაზე გადებული კაროლას ხიდი ნაწილობრივ ჩაინგრა

გერმანიის ქალაქ დრეზდენში, მდინარე ელბაზე გადებული კაროლას ხიდი 11 სექტემბერს ნაწილობრივ ჩაინგრა, რის შედეგადაც ქალაქის მთავარ სატრანსპორტო არტერიაზე გადაადგილება შეფერხდა.

დრეზდენის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ბოლო ტრამვაიმ ხიდზე ნგრევამდე 18 წუთით ადრე გაიარა. ბეტონის ხიდის ჩანგრევის მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.

ხიდის ნაწილობრივ ჩანგრევის გამო, დაიკეტა ხიდის უვნებელი ნაწილიც, რის შედეგადაც ადგილზე შეწყვეტილია როგორც ტრამვაის, ასევე ფეხით მოსიარულეთა და ველოსიპედისტთა გადაადგილება. შედეგად დრეზდენის ძველ და ახალ ნაწილებს შორის გადაადგილება გართულდა.

ამასთან, მდინარე ელბა გამოიყენება სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისთვისაც. მდინარის წყალში ხიდის ნაწილის ჩავარდნის გამო, ახლა გემებითა და ნავებით მიმოსვლაც შეფერხდა, რაც გავლენას ახდენს ტვირთის გადაზიდვასა და ტურიზმზე.

ჩამონგრევამ დააზიანა წყლის მილებიც, რის გამოც, ქალაქში შეწყვეტილია ცხელი წყლის მიწოდება.

კაროლას ხიდი აღმოსავლეთ გერმანიის კომუნისტურ ეპოქაშია აშენებული და ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ მისი ნაწილობრივ ჩამონგრევა ქლორით გამოწვეული ეროზიის შედეგია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა