თეგებით ძიება

ჩვენ გვჭირდება კიდევ ერთი სამშვიდობო კონფერენცია და რუსეთს უნდა ჰქონდეს ადგილი მოლაპარაკებების მაგიდასთან - შოლცი

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა კვლავ განაცხადა, რომ უკრაინის საკითხზე მეორე სამშვიდობო სამიტის რუსეთის მონაწილეობით ჩატარება აუცილებელია. ამის შესახებ მან ბერლინის ბუნდესტაგში გამოსვლისას ისაუბრა.

"ახლა არის ზუსტად ის მომენტი, ზუსტად ის დრო, როდესაც ჩვენ არსებული ვარიანტები უნდა გავაჟღეროთ. ჩვენ გვჭირდება კიდევ ერთი სამშვიდობო კონფერენცია და რუსეთს უნდა ჰქონდეს ადგილი მოლაპარაკებების მაგიდასთან. ეს არის ამოცანა, რომელიც ახლა უნდა გადავწყვიტოთ, გავაჟღეროთ ის, რაც შესაძლებელია“, - განაცხადა შოლცმა.

ამასთან, მან აღიარა, რომ ზოგიერთი გერმანელი ამომრჩეველი უკრაინის სამხედრო დახმარებას ეწინააღმდეგებოდა, თუმცა კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწორია „უკრაინის მხარდაჭერა, ვიდრე ეს საჭირო იქნება“.

"ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობა - სამართლიანი მშვიდობა, რომელიც არ არის ნაკარნახევი, არ არის კაპიტულაცია, რომელიც პატივს სცემს უკრაინის მთლიანობასა და სუვერენიტეტს, როგორც ქვეყნის, რომელიც განიცდის შეჭრას - ყოველთვის განიხილებოდეს“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა