ჯო ბაიდენი, კამალა ჰარისი და დონალდ ტრამპი 11 სექტემბრის მემორიალთან ერთმანეთს შეხვდნენ, ხელი ჩამოართვეს და ცერემონიას ერთად დაესწრნენ
11 სექტემბრის მემორიალთან ამერიკის მოქმედი პრეზიდენტ, ჯო ბაიდენი, ვიცე პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი, კამალა ჰარისი და ექსპრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი ერთმანეთს შეხვდნენ, ხელი ჩამოართვეს და ცერემონიას ერთად დაესწრნენ. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
დონალდ ტრამპი და მისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი სენატორი ჯეიმს დეივიდ ვენსი ტრაგედიის ადგილზე დილის 8 საათზე მივიდნენ. ნახევარი საათის შემდეგ კი ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისიც გამოჩნდნენ.
ცნობისთვის, 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმებიდან 23 წელი გავიდა. ტერორისტული დაჯგუფება „ალ ქაიდას“ ტერორისტებმა, ბინ ლადენის მეთაურობით, კოორდინირებული თავდასხმა განახორციელეს ამერიკაზე. 2001 წლის 11 სექტემბერს „ალ-ქაიდას“ მიერ განხორციელებულ ტერაქტებს 2 977 ადამიანი ემსხვერპლა.