ილონ მასკმა გამოაცხადა, რომ მზადაა შვილი აჩუქოს "უშვილო მეკატე" ტეილორ სვიფტს
მილიარდერმა ილონ მასკმა კვლავ გამოიჩინა თავი სკანდალური განცხადებით, რომელიც ცნობილი მომღერლის ტეილორ სვიფტის პოლიტიკურ შეხედულებებს მოჰყვა. 34 წლის ტეილორ სვიფტმა ღიად დაუჭირა მხარი საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისს და მას ნიჭიერი ლიდერი უწოდა, რომელიც ბევრს გააკეთებს ქვეყანაში სიმშვიდისთვის.
მასკი ამ განცხადებას პოსტით გამოეხმაურა, რომელსაც თავზე წააწერა: "უშვილო მეკატე". ეს ფრაზა ჯეი დი ვენსის ფრაზიდანაა, ტრამპის გუნდის წევრის, რომელმაც საჯაროდ გამოაცხადა, რომ დემოკრატების მომავალს "უშვილო მეკატეები" აკონტროლებენ, რითაც კამალა ჰარისზე მიანიშნა. ცნობილია, რომ კამალას შვილები არ ჰყავს.
ილონმა კი დაწერა: "შესანიშნავია, ტეილორ... შენ გაიმარჯვე... მე შენ შვილს გაჩუქებ და შენს კატებს საკუთარი სიცოცხლის ფასად დავიცავ".