ბელარუსი სომხეთს ეხმარებოდა, მაგრამ მათ ევროკავშირში მოუნდათ შესვლა - ლუკაშენკო
ბელორუსიის ლიდერისა ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, მინსკი ცდილობდა ერევნის დახმარებას, თანამშრომლობდნენ როგორც უახლოეს ადამიანებთან, მაგრამ სომხეთმა დასავლეთისკენ წასვლა მოისურვა.
მისი თქმით, „სომხები ძალიან ჭკვიანი ხალხია და უახლოეს მომავალში ისინი გაერკვევიან, სად არის მათი ბედნიერება“.
"კარგი იქნებოდა, თუ ჩვენ, როგორც ადრე, ყველა ნაკლოვანებისა და ნიუანსის მიუხედავად, გვექნებოდა კეთილი ურთიერთობები სომხეთთან. დამიჯერეთ, ამაში ჩვენი ბრალეულობა აბსოლუტურად არ არის.
ჩვენ ყოველნაირად ვცდილობდით, დავხმარებოდით სომხებს, ჩვენ ვთანამშრომლობდით, როგორც ყველაზე ახლობელ ადამიანებთან, ყველანაირად ვეხმარებოდით. მაგრამ, აი, ხედავთ, მათ მოუნდათ დასავლეთი, ევროკავშირი. რა დასავლეთი? ჩვენ არ ვართ დასავლეთთან, ამერიკელებთან თანამშრომლობის წინააღმდეგ, მაგრამ ხომ ხედავთ მათ პოლიტიკას.
ხვალ ახალი ხელმძღვანელობა მოვა ამერიკის ხელისუფლებაში, თუნდაც ძველი ახალი. შეხედეთ, სულ სხვა პოლიტიკა იქნება. მათ ასეთი ჩვევა აქვთ, გეტყვიან: „თქვენ ვინ ხართ? ჩვენ თქვენ არ გიცნობთ“. „როგორ არ გვიცნობთ, ჩვენ ხომ თქვენთან ვმეგობრობდით, თქვენ ჩვენ იარაღს გვაწვდიდით“. „არა, ეს ჩვენ არ ვიყავით“. სომხები ძალიან ჭკვიანი ხალხია. უახლოეს მომავალში ისინი გაერკვევიან, სად არის მათი ბედნიერება“, - აცხადებს ლუკაშენკო.