თეგებით ძიება

რუსეთი თავმდაბალი ქვეყანაა, ჩვენ არავის ოკუპაციას არ ვახდენთ - რუსეთის პატრიარქი

რუსეთის პატრიარქმა, კირილმა სანკტ-პეტერბურგში სიტყვით გამოსვლის შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. 

რუსეთის პატრიარქი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

რუსული მედია წერს, რომ პატრიარქის შეუძლოდ ყოფნა მაღალმა ტემპერატურამ გამოიწვია. 

ამავე ცნობით, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური ამჟამად თავს კარგად გრძნობს. 

ამასთან, როგორც „უნიანი“ წერს, სიტყვით გამოსვლისას რუსეთის პატრიარქმა „რუსეთის თავმდაბლობაზე“ ისაუბრა და თქვა, რომ „რუსეთი არავის ოკუპაციას არ ახდენს“. 

„რუსეთი, მთელი თავისი ძალით, ძალიან თავმდაბალი ქვეყანაა, ჩვენ არავის ოკუპაციას არ ვახდენთ. მშვიდად მივყვებით ჩვენს ისტორიულ გზას“, - აღნიშნა პატრიარქმა კირილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა