თეგებით ძიება

„დისნეის ჟესტი“ - რატომ გვაჩვენებს უოლტ დისნეი ყველა ფოტოზე ორ თითს?

ის მსოფლიოში ცნობილი მულტიპლიკატორი იყო, რომელმაც ერთი საუკუნის წინ, ძმასთან, როისთან ერთად პატარა სტუდია - Walt Disney Studio დაარსა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მალე უოლტ დისნეის კინოსტუდიები, გასართობი პარკები და ცენტრები და მედიაკორპორაციები მილიარდობით დოლარის შემომტან ინდუსტრიად იქცეოდნენ. დღეს უოლტ დისნეის კომპანია ხუთ დასავენებელ ცენტრს, 11 გასართობ პარკს, 39 სასტუმროს, რვა კინოსტუდიას, ექვს ხმის ჩამწერ სტუდიას, 11 საკაბელო ტელეარხს და ერთ დიდი სატელევიზიო ქსელს ფლობს და მისი საბაზრო კაპიტალი 122 მილიარდი დოლარია.

Два пальца Уолта Диснея | Пикабу

უოლტ დისნეი უცნაური და ძალიან საინტერესო ადამიანი იყო, რომელიც ყველა წვრილმანს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა. ცნობილია, რომ დიდი მულტიპლიკატორი  თავის თანამშრომლებს წვერის გაზრდას უკრძალავდა, თავად კი ფოტოებში ყოველთვის ორ თითს აჩვენებდა. 

მულტიპლიკატორის უჩვეულო ჟესტი

თუ უოლტ დისნეის ფოტოებს დააკვირდებით, შენიშნავთ, რომ ბევრ ფოტოზე ის ორ თითს გვაჩვენებს. რა იმალება მულტიპლიკატორის ჟესტის უკან - უბრალო ჩვვევა თუ რაიმე დაავადება? 

Два пальца Уолта Диснея | Пикабу

სინამდვილეში, არავითარი საიდუმლო არ არსებობს. საქმე ის გახლავთ რომ უოლტ დისნეი ყოველდღიურად, 2-3 კოლოფ სიგარეტს ეწეოდა. დიდი მულტიპლიკატორი ნიკოტინზე დამოკიდებული ომის დროს გახდა და საბოლოოდ, ამ მავნე ჩვევას შეეწირა. 

აღსანიშნავია, რომ სიგარეტის მოწევა უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისში  მავნე ჩვევად ითვლებოდა. მთელ მსოფლიოში თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიები მიმდინარეობდა და ამ დროს ცნობილი კარიკატურისტს ყველა ფოტოზე ხელში სიგარეტი ეჭირა. ასეთი ფოტოების ბავშვებისთვის ჩვენება არ შეიძლებოდა, ამიტომ სიგარეტი ყველა ფოტოდან გააქრეს, მწეველის ორი თითი კი როგორც იყო, ისე დარჩა. 

Почему Уолт Дисней на фото показывает два пальца » BigPicture.ru

მოგვიანებით პიარის სპეციალისტებმა გადაწყვიტა მულტიპლიკატორის უცნაური ჟესტი მის საფირმო ნიშნად ექციათ და დისნეილენდის ყველა თანამშრომელს სთხოვეს, რომ ფოტოებში ორი თითი ეჩვენებინათ. ასე გაჩნდა ცნობილი "დისნეის ჟესტი".

უოლტ დისნეიმ ჰოლივუდის კარიერა მხოლოდ 40 დოლარით და რამდენიმე ფუნჯით დაიწყო. დიდი იმპერიის დასაარსებლად კარიკატურისტს მთელი ქონების გაყიდვა მოუწია.

ცოტამ თუ იცის, რომ პირველ მიკი მაუსს 20 წლის განმავლობაში თავად უოლტ დისნეი ახმოვანებდა, თუმცა მულტიპლიკატორმა ნამდვილ წარმატებას პირველი დისნეილენდის მშენებლობის შემდეგ მიაღწია. აღსანიშნავია, რომ მან ეს უზრმაზარი პარკი ყველასგან საიდუმლოდ ააგო  - მას რამდენიმე ათასი ჰექტარი მიწის ყიდვა სხვადასხვა ადამიანების სახელით მოუწია. დისნეილენდის ასაშენებლად მულტიპლიკატორმა მთელი ქონება იპოთეკით დატვირთა. 

Два пальца Уолта Диснея | Пикабу

უოლტ დისნეი 1966 წლის 15 დეკემბერს ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა. კომპანიას სათავეში უოლტის ძმა, როი ჩაუდგა, რომელმაც ის 1971 წლამდე მართა. 2020 წელს კომპანიის შემოსავალმა თითქმის 70 მილიარდი დოლარი შეადგინა. აქედან 26 მილიარდი დისნეილენდის პარკებზე და ნივთების გაყიდვაზე მოდის, 25 მილიარდი დისნეის სატლევიზიო არხებზე, 20 მილიარდი კი ფილმებზე.

უოლტ დისნეის რეკორდი დღემდე ვერავინ მოხსნა - ის 22 ოსკარის მფლობელია.

Почему Уолт Дисней на всех своих фотографиях показывает два пальца? -  YouTube


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა