თეგებით ძიება

აშშ-მა უნდა გააგრძელოს სომხეთის მხარდაჭერა და მხარი დაუჭიროს თავისუფალი არჩევნების ჩატარებას საქართველოში - შაჰინი

ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი ჰელსინკის კომისიაში გამართულ სხდომას ეხმაურება, სადაც სომხეთის საკითხზე იმსჯელეს და ისაუბრეს საქართველოზეც.

შაჰინი აღნიშნავს, რომ სომხეთმა დიდი ნაბიჯები გადადგა ევროატლანტიკური საზოგადოებისკენ და აშშ-მა უნდა გააგრძელოს მისი და მისი მეზობლის, საქართველოს მხარდაჭერა:

"სომხეთმა დიდი ნაბიჯები გადადგა ევროატლანტიკური საზოგადოებისკენ. შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს სომხეთის წინსვლის მხარდაჭერა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ეკონომიკური მდგრადობის კუთხით და მხარი დაუჭიროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას მეზობელ ქვეყანაში, საქართველოში." წერს შაჰინი X-ზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა