თეგებით ძიება

კონგრესს მეტის გაკეთება შეუძლია სანქციების კუთხით... არ შევეგუებით იმას, რაც საქართველოში ხდება - სენატორი კარდინი

"ვფიქრობ, კონგრესს მეტის გაკეთება შეუძლია სანქციების კუთხით... არ შევეგუებით იმას, რაც საქართველოში ხდება", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ბენ კარდინმა სენატში გამრთულ მოსმენაზე ისაუბრა.

"ჩვენ უფრო სტრატეგიულად უნდა მივუდგეთ ამ საკითხებს. ვფიქრობ, კონგრესს მეტის გაკეთება შეუძლია სანქციების კუთხით. ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ არ შევეგუებით იმას, რაც საქართველოში ხდება და გადავდგამთ შესაბამის ნაბიჯებს. ამას უფრო მკაფიოდ განვაცხადებთ, როდესაც მივიღებთ კანონმდებლობას, რომლის ავტორები არიან სენატორი რიში და სენატორი შაჰინი", - განაცხადა სენატორმა კარდინმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა