ტაიფუნის შედეგად ვიეტნამში 200-მდე ადამიანი დაიღუპა
ტაიფუნი იაგის შედეგად ვიეტნამში 200-დე ადამიანი დაიღუპა, 125-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება.
იაგი ყველაზე ძლიერი ტაიფუნია, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყანას დაატყდა თავს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. მიუხედავად შესუსტებისა, წვიმა გრძელდება და მდინარეების მოცულობა და სიმაღლე სახიფათოდაა მომატებული.
ძლიერმა წვიმამ დააზიანა ექსპორტზე ორიენტირებული ქარხნები ჩრდილოეთ ვიეტნამის სამრეწველო კერებში.
წყალდიდობამ წაიღო ლანგ ნუს მთელი სოფელი ჩრდილოეთ ვიეტნამის ლაო კაის პროვინციაში და მიუხედავად იმისა, რომ სამაშველო პერსონალი დაუღალავად მუშაობდა, რამდენიმე ათეული ადამიანი დღემდე დაკარგულია.