არანაირ კოალიციას და თანამშრომლობას არ დავუშვებთ არც ივანიშვილთან, არც სააკაშვილთან, სხვა ყველაფერი განხილვადია - გიორგი გახარია
არცერთ შემთხვევაში არანაირ კოალიციას და თანამშრომლობას არ დავუშვებთ არც ბიძინა ივანიშვილთან და არც მიშა სააკაშვილთან, სხვა ყველაფერი განხილვადია, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
„ჩვენი პრინციპული პოზიციაა შემდეგი და ამას კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ - ჩვენ არცერთ შემთხვევაში არანაირ კოალიციას და თანამშრომლობას არ დავუშვებთ არც ბიძინა ივანიშვილთან და არც მიშა სააკაშვილთან, სხვა ყველაფერი განხილვადია.
ის, რომ რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას აქვს 30% და იმას 45%, არ ნიშნავს, რომ მათ უნდა შექმნან კოალიცია, ეს არ არის ასე, არსად არ წერია, ეს არის გრძელი და საკმაოდ რთული პროცესი და ამ პროცესში შესაძლებლობები არის უამრავი.
მე კიდევ ერთხელ გიმეორებთ - კრიტიკულად მიუღებელია ერთი კერპი ერთ მხარეს და მეორე კერპი მეორე მხარეს, სხვა ყველაფერი განხილვადია", - განაცხადა გიორგი გახარიამ.