საიმერლოს საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლა თამანშრომლის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
"მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლის გუნდი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა სკოლის ყოფილი დირექტორი და ისტორიის ამაგდარი პედაგოგი დავით ჩხიტუნიძე.
ბატონი დავითი 1968 – 2023 წლებში მოღვაწეობდა ჩვენ სკოლაში, მათ შორის 1976-2007 წლებში იყო ამავე სკოლის დირექტორი. მოღვაწეობის 55 წლის მანძილზე მრავალი თაობა და მათ შორის არაერთი წარმატებული მოქალაქე აღუზარდა სოფელს, მუნიციპალიტეტს და სამშობლოს, რომლის სიყვარულსაც შთააგონებდა თითოეულ მოსწავლეს.
საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, წლების განმავლობაში არაერთი მადლობის წერილი მიგვიღია სკოლის კურსდამთავრებულებზე, რაც ბატონი დავითის ფასდაუდებელი შრომის შედეგია. მისი მოღვაწეობის კვალი კიდევ მრავალი წელი დააჩნდება სკოლასა და მის კურსდამთავრებულებს.
ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს და ვიზიარებთ მათ მწუხარებას“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.