თეგებით ძიება

"ასეთი არაკომპეტენტური და ზედაპირული ოპოზიცია არცერთ ქვეყანაში არ მოიძებნება" - მამუკა მდინარაძე 14 მილიარდის მობილიზებასთან დაკავშირებით ოპოზიციის დაპირებებზე

მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2024 წელს საქართველოში საერთაშორისო სიღარიბის დონე ახალ ისტორიულ მინიმუმამდე მცირდება - მაჩვენებლის 12 წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია. ისე, 14 მილიარდი რას დაგვხატავდა, მერე გენახათ, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მმართველი გუნდის აღმასრულებელი მდივანი და საარჩევნო სიის მეხუთე ნომერი სოციალურ ქსელში.

"უმორჩილესად ვთხოვთ ჩვენს ოპონენტებს, დაგვისახელონ ფონდები, საიდანაც შეიძლება ეს თანხები ჩვენს ქვეყანაში წამოვიდეს. როგორც ისინი ამბობდნენ, კანდიდატის სტატუსის მიღების დროსაც უნდა ჩარიცხულიყო და მოსაკითხია, ვინმემ ხომ არ მიითვისა.

ყველაფერთან ერთად, ასეთი არაკომპეტენტური და ზედაპირული ოპოზიცია არცერთ ქვეყანაში არ მოიძებნება. ტყუილებსაც იტყუებიან“, - წერს მდინარაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა