მგონი, რიში მართალია, ამ არჩევნების შემდეგ უნდა აიკრძალოს ყველა "ვიგინდარა“ ქართულ პოლიტიკაში - პრემიერი
"მგონი, რიში მართალია, ამ არჩევნების შემდეგ უნდა აიკრძალოს ყველა „ვიგინდარა“ ქართულ პოლიტიკაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
პრემიერის თქმით, თუ გინდა იყო მიუკერძოებელი დამკვირვებელი, მაშინ მიკერძოება არ უნდა აჩვენო.
"რიშმა თქვა, ამ არჩევნების შემდეგ „ვიგინდარები“ გაიყრებიან ქართული პოლიტიკიდან. მგონია, ეს დაპირება მართალია. ჩვენი დაპირებაც ეს არის. ამ არჩევნების შემდეგ უნდა აიკრძალოს ყველა "ვიგინდარა“ ქართულ პოლიტიკაში.
შენ თუ გინდა, იყო მიუკერძოებელი დამკვირვებელი, მაშინ მიკერძოება საერთოდ არ უნდა აჩვენო. რიში გვიმტკიცებს, რომ არის არჩევნების მიუკერძოებელი დამკვირვებელი ამერიკის სენატიდან და თან ერთ-ერთ პოლიტიკურ სუბიექტს და კონკრეტულად მმართველ ძალას, უწოდებს ვიგინდარას, რა ფასი აქვს ამის შემდეგ მის რომელიმე განცხადებას? არავითარი ფასი არ აქვს“,- აცხადებს საქართველოს პრემიერი.