თეგებით ძიება
13. 09. 2024 მსოფლიო

გერმანიაში ჯარისკაცების მაჩეტეთი მკვლელობის დაგეგმვის ბრალდებით სირიის მოქალაქე დააკავეს

გერმანიის ქალაქ ჰოფში სირიის 27 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც გერმანელი ჯარისკაცების მაჩეტეთი მკვლელობის დაგეგმვა ედება ბრალად.

პროკურატურის განცხადების თანახმად, ბრალდებულმა დაახლოებით 40 სანტიმეტრის ზომის მაჩეტე მოიპოვა, რათა ჰოფში გერმანიის შეიარაღებული ძალების, ბუნდესვერის სამხედროები შესვენების დროს დაეხოცა.

„ბრალდებულს ამ აქტის მეშვეობით ყურადღების მიქცევა და მოსახლეობაში გაურკვევლობის განცდის შექმნა სურდა“. - წერია განცხადებაში.

გერმანიაში მიგრანტების მიერ მოწყობილი ბოლოდროინდელი თავდასხმების ფონზე, გერმანია სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებას აპირებს.

აქამდე, გერმანიაში, ზოლინგენის ქალაქში დაარსების 650 წლისთავის ფესტივალზე თავდასხმა მოხდა, რომელზეც პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. თავდამსხმელმა დანით 3 ადამიანი მოკლა, სულ მცირე, 8 კი მძიმედ დაშავდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა