თეგებით ძიება

ირაკლი ეძგვერაძე მოსამართლემ 2 700 ლარით დააჯარიმა

თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ენმ-ის წევრი ირაკლი ეძგვერაძე მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და 2 700 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

იქამდე კი პროცესზე დაიკითხნენ გლდანში მომხდარი ინციდენტის თვითმხილველები, ეძგვერაძის მეზობლები და ის პოლიციელები, რომლებმაც დეპუტატი დააკავეს.

სასამართლო სხდომა თავად ეძგვერაძემ პროტესტის ნიშნად დატოვა. 

შეგახსენებთ, ენმ-ის თბილისის საკრებულოს დეპუტატები ირაკლი ნადირაძე და ირაკლი ეძგვერაძე 4 სექტემბრის ღამეს დააკავეს.

დაპირისპირება ეძგვერაძის სახლთან, გლდანში მოხდა. პოლიციის მხრიდან აგრესია მას შემდეგ დაიწყო, რაც ნაციონალური მოძრაობის წევრი შეეცადა  გაერკვია რატომ იყვნენ მობილიზებული ძალოვნები მის ავტოფარეხთან. შსს -ის ინფორმაციით, პოლიცია ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებას ასრულებდა, რასაც ეძგვერაძე ხელს უშლიდა.  

ნადირაძე რამდენიმე საათში, ხელწერილით გაათავისუფლეს, ხოლო ეძგვერაძე იზოლატორში გადაიყვანეს. ადვოკატის განცხადებით, მას სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რაზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის რეაგირება მოითხოვეს. გამომძიებელმა ეძგვერაძე იზოლატორში გამოკითხა, თუმცა ამ დრომდე არ დაწყებულა გამოძიება პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობაზე.

ირაკლი ეძგვერაძის საქმეზე კი სასამართლო ხვალ იმსჯელებს. შსს ეძგვერაძესაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას -  წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა. 

მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო ირაკლი ნადირაძეც და გუშინ, 12 სექტემბერს 2 500 ლარით დააჯარიმა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა