წავიდა ჩემი ზურა და ჩაწყდა გულში რაღაც დიდი და მთავარი! თან რა ახალგაზრდა წავიდა... - გია ბაღაშვილი
წავიდა ჩემი ზურა და ჩაწყდა გულში რაღაც დიდი და მთავარი!.. - მუსიკოსი გია ბაღაშვილი ზურა ბერიკაშვილს ემშვიდობება.
წავიდა ჩემი ზურა და ჩაწყდა გულში რაღაც დიდი და მთავარი!.. ის იყო ოქროს ადამიანი... სიკეთით სავსე, კეთილშობილი, თავმდაბალი, გვერდში მდგომი, სიყვარულით და სითბოთი სავსე, უნიჭიერესი ხელოვნებაშიც და ადამიანობაშიც... საუკეთესო იყო მთელს ჩვენს თაობაში! ამიტომაცაა ასე გულსაკლავი ზურას წასვლა... თან რა ახალგაზრდა წავიდა...
ჩემო ძმაო, ჩემო ბერიკ, შენს სულს ვენაცვალე, შენს ნათელ და სიკეთით სავსე სულს... ღმერთმა დაგიმკვიდროს სასუფეველი ჩემო მაგარო კაცო!.. მთელი ცხოვრება ჩემს გულში იქნები! - წერს გია ბაღაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვარში მსახიობი ზურა ბერიკაშვილი მოულოდნელად ცუდად გახდა. ინფარქტი გადაიტანა და გული საკმაოდ ხანგრძლივი დროით გაჩერდა. მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმე იყო. ის გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა.