თეგებით ძიება

ქვეყნის მოღალატე მე არავისთვის მიწოდებია და არც ვუწოდებ - ლაშა ტალახაძე

~„ქართული ოცნების” პოლიტიკას ვიზიარებ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება მშვიდობა. წინ არის რთული გზა გასავლელი და ჩვენ აუცილებლად შევალთ ევროპაში, - ამის შესახებ სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოების ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, იზიარებს თუ არა სალომე ზურაბიშვილის მისამართით “ქართული ოცნების” წარმომადგენლების შეფასებებს, ტალახაძე ასე პასუხობს: 

"მე ვთვლი, რომ დღევანდელი ხელისუფლება და პრეზიდენტი არის ხალხის სამსახურში. შეიძლება უხეშად გამოვიდეს, მაგრამ ვთვლი, რომ მოვალეობაც კი არის, რომ როდესაც შენი ქვეყნის წარმომადგენელი აღწევს დიდ წარმატებას მსოფლიო ასპარეზზე, უნდა გადასცე და მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს ამ ჯილდოსთვის. ნამდვილად დასაფასებელია...ქვეყნის მოღალატე არ მიწოდებია და არც არავის არ ვუწოდებ და მათ მოკითხე, ვინც უწოდებს. რაშიც მე რ ვარ კომპეტენტური  იმას ნუ შემეკითხებით, მე ისიც ვიცი, რომ  ოლიმპიელების დაჯილდოებაზეც იყო ქალბატონ პრეზიდენტი მოწვეული, მაგრამ არ მობრძანდა, მაგრამ ეს პირადად მე არ მწყენია...დარწმუნებული ვარ, მას გარკვეული მიზეზები ჰქონდა" ამბობს ტალახაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა