თეგებით ძიება
13. 09. 2024 მსოფლიო

ორივე მათგანი სიცოცხლის წინააღმდეგ გამოდის - რომის პაპმა აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატები გააკრიტიკა

რომის პაპმა ფრანცისკემ გააკრიტიკა აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატები, კამალა ჰარისი და დონალდ ტრამპი აბორტისა და მიგრაციის საკითხებზე მათი პოზიციის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.

„ორივე მათგანი სიცოცხლის წინააღმდეგ გამოდის, იქნება ეს ის, ვინც აძევებს მიგრანტებს თუ ის, ვინც მხარს უჭერს ჩვილების მოკვლას“, - აღნიშნა რომის პაპმა.

რომის პაპის თქმით, მიგრაცია წმინდა წერილში აღწერილი უფლებაა და რომ ვინც არ მიჰყვება ბიბლიურ მოწოდებას, მიესალმოს უცხოს, მძიმე ცოდვას სჩადის.

მან ასევე ისაუბრა აბორტზე და აღნიშნა, რომ „აბორტის გაკეთება ადამიანის მოკვლაა“.

„საჭიროა ხმის მიცემა ხმა და ნაკლები ბოროტების არჩევა. ვინ არის უფრო ნაკლები ბოროტება, ქალი თუ კაცი? არ ვიცი. ყველამ თავისი სინდისით უნდა იფიქროს და გააკეთოს ეს არჩევანი“, - დასძინა მან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა