ფიქრობენ, რომ „ინსტაგრამიდან“ და „ტიკტოკიდან“ ფეხბურთისადმი საჭირო ცოდნას მიიღებენ... - რონალდო ახალგაზრდა ფეხბურთელებზე
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ ყოფილ თანაგუნდელ რიო ფერდინანდთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობას არ აპირებს.
პორტუგალიელის თქმით, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები მწვრთნელებს არ უსმენენ.
"ახალი თაობის მიმართ ენთუზიაზმი არ გამაჩნია, მწვრთნელობა ამიტომ არ მსურს.
მათთვის ჩვენი გამოცდილების გაზიარება არაფერს ნიშნავს. მათ ჰგონიათ, რომ ყველაფერი იციან და ფიქრობენ, რომ "ინსტაგრამიდან" და "ტიკტოკიდან" ფეხბურთისადმი საჭირო ცოდნას მიიღებენ.
მე სულ სხვა ხედვები მაქვს, სიმართლე გითხრათ, ბიზნესზე ვფიქრობ. მსურს ვისწავლო ისეთი რაღაცები, რომლის შესახებაც ახლა არაფერი ვიცი.
ასე რომ, როცა საფეხბურთო კარიერას დავასრულებ, ჩემს ბიზნესს მეტ დროს დავუთმობ", - განაცხადა 39 წლის პორტუგალიელმა.