თეგებით ძიება

ნატოს უკრაინაში ომის თავიდან ასაცილებლად მეტის გაკეთება შეეძლო - სტოლტენბერგი

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატოს შეეძლო, მეტი გაეკეთებინა უკრაინის ომის თავიდან ასაცილებლად.

„ახლა ჩვენ ვაწვდით უკრაინას სამხედრო აღჭურვილობას ომის მიმდინარეობისას, მაშინ კი შეგვეძლო, მოგვეწოდებინა სამხედრო აღჭურვილობა ომის თავიდან ასაცილებლად,“ - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო ომამდე კიევს იარაღს არ აწვდიდა რუსეთთან მოსალოდნელი ესკალაციის შიშით. თუმცა მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ნატომ კიევის იარაღით მომარაგება დაიწყო.

„ვნანობ, რომ ნატოს მოკავშირეებმა და თავად ნატომ უფრო ადრე მეტი არ გააკეთეს უკრაინის გასაძლიერებლად. უკრაინა სამხედრო თვალსაზრისით უფრო ძლიერი რომ ყოფილიყო, რუსეთის თავდასხმის შემაკავებელი ბარიერი უფრო მაღალი იქნებოდა. შეაკავებდა თუ არა ეს რუსეთს, ამის თქმა შეუძლებელია. როდესაც პირველად ვეწვიე უკრაინას 2015 წელს, მე ვესტუმრე იქაურ საწვრთნელ ცენტრს. აშშ, კანადა და დიდი ბრიტანეთი იქ ჯარისკაცებს წვრთნიდნენ; ჩვენ, როგორც ნატო, ამას არ ვაკეთებდით. საერთო ჯამში, ჩვენი წვრთნა და აღჭურვილობა საკმაოდ შეზღუდული იყო. ჩვენ შეგვეძლო, გაცილებით მეტი გაგვეკეთებინა“, - აცხადებს სტოლტენბერგი.

სტოლტენბერგმა ინტერვიუში აგრეთვე აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი მხოლოდ მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება.

„იმისათვის, რათა ეს ომი დასრულდეს გარკვეულ ეტაპზე მოსკოვთან დიალოგის გამართვა საჭირო გახდება, თუმცა ის უკრაინის სიძლიერეს უნდა ეყრდნობოდეს“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა