თეგებით ძიება

არის ცვლილებების იმედი და ხალხი 26 ოქტომბერს ელოდება - ჯაფარიძე

"არის ცვლილებების იმედი, რწმენა, სურვილი, ხალხი ელოდება 26 ოქტომბერს, რომ საქართველო დაბრუნდეს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე" - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გია ჯაფარიძე, სამგორში ამომრჩევლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ორი არჩევანი არსებობს: ან კეთილდღეობა ევროპაში, ან სიღატაკე იზოლაციაში.

"ვფიქრობ, მოქალაქეები ამას აცნობიერებენ. რა თქმა უნდა, მოსახლეობასთან გვაქვს საუბარი ადგილობრივ პრობლემებზეც, რომლებიც ამ კონკრეტულ რაიონში არსებობს. არის ცვლილებების იმედი, რწმენა და სურვილი და მჯერა, 26 ოქტომბერს, მათ შორის, სამგორის მოსახლეობა თავის სიტყვას იტყვის“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა