თეგებით ძიება

ქუთაისის მოსახლეობა ბოლო 9 წელში 22 ათასით შემცირდა - როგორ შეიცვალა დიდი ქალაქების ათეული

ბოლო ათწლეულში საქართველოს ქალაქებში მოსახლეობის რაოდენობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. განსაკუთრებით რადიკალური ცვლილება ქუთაისს შეეხო. 2015 წელს ქუთაისის მოსახლეობა 147 ათასი იყო, 2024 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით კი 125 ათასია. მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა ბოლო ერთი წლის განმავლობაშიც. თითქმის ყველა ქალაქში მოსახლეობის კლების ფონზე, ადამიანების რაოდენობამ მოიმატა თბილისში 17 100-ით, ბათუმში 3 800-ით და მარნეულში 800-ით. რაც შეეხება კლებას მნნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა რუსთავში -5 100,  ქუთაისში -4 800, გორში -1 800 და ზუგდიდში -1 200.

საქსტატის მონაცემების თანახმად ათეული ასე გამოიყურება. (მონაცემებში ასახულია საქალაქო დასახლებაში მოსახლეობის რიცხოვნობა)

თბილისი 2023 წ - 1 210 700, 2024წ - 1 227 800

ბათუმი 2023წ - 179 200 2024წ - 183 000

რუსთავი 2023წ – 132 300, 2024წ - 127 200

ქუთაისი  - 2023წ - 130 400  2024წ - 125 600

გორი 2023წ - 44 400  2024წ - 42 600

ფოთი  2023წ - 41 500  2024წ - 41 200

ზუგდიდი 2023წ - 41 300 2024წ - 40 100

მარნეული 2023წ - 24 900 2024წ - 25 700

ხაშური 2023წ - 24 600 2024წ - 24 100

სამტრედია  2023წ - 22 200  2024წ - 21 100

მთლიანობაში საქართველოს toმოსახლეობის რაოდენობა 2024 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით  3 694 600 იყო, აქედან 2 254 200 საქალაქო დასახლებაში ცხოვრობს 1 440 400 კი სასოფლო დასახლებაში. 2023 წელს ეს მაჩვენებელი ასე გამოიყურებოდა სულ 3 736 400 აქედან  საქალაქო დასახლება 2 255 700 სასოფლო დასახლება 1 480 600.

 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა