თეგებით ძიება
14. 09. 2024 მსოფლიო

"ჩვენები სახლში არიან“ - უკრაინამ კიდევ 103 ჯარისკაცი დააბრუნა რუსული ტყვეობიდან

რუსეთთან ტყვეების მორიგი გაცვლა მოხდა, უკრაინამ სახლში 103 ჯარისკაცი დაბრუნდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, დაბრუნებულთა შორის 82 რიგითი და სერჟანტია, ხოლო 21 ოფიცერია.

"ჩვენები სახლში არიან. კიდევ 103 ჯარისკაცმა მოახერხა რუსული ტყვეობიდან უკრაინაში დაბრუნება. 82 რიგითი და სერჟანტია 21 ოფიცერი. კიევის ოლქის, დონეცკის ოლქის, მარიუპოლისა და აზოვსტალის, ლუგანსკის ოლქის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის ოლქის დამცველები“, - განაცხადა მან.

სახელმწიფოს მეთაურმა მადლობა გადაუხადა გაცვლით გუნდს უკრაინისთვის ასეთი კარგი ამბებისთვის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა