თეგებით ძიება
14. 09. 2024 მსოფლიო

ჯანმომ „მაიმუნის ყვავილის“ საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა დაამტკიცა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ საწინააღმდეგოდ პირველი ვაქცინა დაამტკიცა. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

პრეპარატი, რომლის მწარმოებელია კომპანია Bavarian Nordic-ი, დამტკიცებულია 18 წელს ზემოთ უფროსი ასაკის ადამიანებისთვის, როგორც ორ დოზიანი ვაქცინა, თუმცა, ჯანმოს განცხადებით, ის ასევე შეიძლება გამოიყენონ ორსულებმა და არა სრულწლოვნებმა.

ჯანმო ასევე რეკომენდაციას უწევს ერთჯერადი დოზის გამოყენებასა, მაგრამ ხაზს უსვამს უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მონიტორინგის აუცილებლობას.

„მაიმუნის ყვავილს“ წელს აფრიკაში სულ მცირე 643-ი ადამიანი შეეწირა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა