ტრამპის განცხადებით, მას რუსეთთან სამხედრო კონფლიქტი არ სურს
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპმა ლას ვეგასში გამართული წინასაარჩევნო შეხვედრის დროს განაცხადა, რომ აშშ-ს რუსეთთან სამხედრო კონფლიქტი არ სჭირდება.
„თუ თქვენ კამალა ჰარისს აძლევთ ხმას, თქვენ რუსეთთან ომს აძლევთ ხმას. ვინმეს სურს რუსეთთან ომი? თუ ეს აუცილებელი გახდება, ჩვენ ყველანი წავალთ, მაგრამ სასურველია, რომ ეს არ დავუშვათ“, - თქვა ტრამპმა.
ტრამპმა აგრეთვე აღნიშნა, რომ თუ ადამიანები ხმას მისცემენ ჰარისს, ისინი აშშ-ში ჯარში სავალდებულო გაწვევის დაბრუნებას დაუჭერენ მხარს. „მას [ჰარისს] სურს დააბრუნოს სავალდებულო გაწვევა, გაიწვიოს თქვენი შვილები და საომრად გაუშვას ომში, რომელიც არ უნდა მომხდარიყო“, - დასძინა მან.