თეგებით ძიება
14. 09. 2024 მსოფლიო

ზახაროვა აშშ-ს მიერ RT-ის დასანქცირებაზე: ტერორისტული თავდასხმაა რუსულ მედიაზე

Россия Cегодня-სა და [სხვა რუსული გამოცემების] შესახებ ამ ამაზრზენ, პოლიტიკური ხასიათის სრულიად უსაფუძვლო განცხადებებთან ერთად, რომლებიც გუშინ ვაშინგტონიდან მოვისმინეთ, ხორციელდება ფიზიკური აგრესია [რუსული სამთავრობო მედიის] კორესპონდენტების წინააღმდეგ. ჩვენი დუმილი მიუღებელია. ყველაფერი, რაც დღეს რუს ჟურნალისტებსა და რუსულ მედია-სტრუქტურებს ემართებათ - თავდასხმა, რომელსაც კოლექტიური დასავლეთი მათ წინააღმდეგ ახორციელებს - ერთ დღესაც თქვენც შეიძლება დაგემართოთ. [...]

გუშინ რუსი ჟურნალისტები აშშ-ს აგრესიის, საინფორმაციო ტერორისტული აქტის სამიზნეები როგორც კორპორაციის სახით, ისე ინდივიდუალურად გახდნენ. 

თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა და კრემლის პროპაგანდისტმა, მარია ზახაროვამ აშშ-ს მიერ რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული მედიის, Russia Today-ისა და მისი თანამშრომლების დასანქცირების შესახებ. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა