თეგებით ძიება
14. 09. 2024 მსოფლიო

ჰარისი - 47%, ტრამპი - 42% - საპრეზიდენტო დებატების შემდეგ ჩატარებული Reuters-ის კვლევა

Reuters/Ipsos-ის კვლევის თანახმად, ეროვნულ დონეზე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს დონალდ ტრამპზე 5%-ით მაღალი მხარდაჭერა აქვს: ჰარისი - 47%, ტრამპი - 42%.

ჰარისმა საპრეზიდენტო დებატების შემდეგ ეროვნულ რეიტინგში უპირატესობა გაზარდა.

Reuters/Ipsos-ის წინა გამოკითხვაში დემოკრატების კანდიდატი ოპონენტს 4%-ით უსწრებდა.

ამომრჩევლებს შორის, რომლებმაც თქვეს, რომ რაღაც მაინც სმენიათ საპრეზიდენტო დებატების შესახებ, 53%-მა განაცხადა, რომ ჰარისმა გაიმარჯვა, ხოლო 24%-მა თქვა, რომ ტრამპმა.

გარდა ამისა, Reuters/Ipsos-ის მიერ გამოკითხულთა დაახლოებით 52%-მა აღნიშნა, რომ ტრამპი არ გამოიყურებოდა დებატებზე დამაჯერებლად, ხოლო ჰარისზე იგივე მხოლოდ 21%-მა თქვა.

ეროვნული გამოკითხვები მნიშვნელოვან სიგნალებს იძლევა ამომრჩეველთა შეხედულებების შესახებ, მაგრამ არჩევნების გამარჯვებულს გადაუწყვეტელი შტატების მოგება განსაზღვრავს.

კვლევა ამერიკის 1690 სრულწლოვან მოქალაქეს შორის ჩატარდა, მათ შორის 1405 რეგისტრირებული ამომრჩეველია. გამოკითხვის ცდომილების ზღვარი დაახლოებით 3%-ია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა