დაზარალდა 5 000-საცხოვრებელი სახლი, დაღუპულია 4 ადამიანი - წყალდიდობა რუმინეთში
რუმინეთში წყალდიდობას სულ მცირე 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მდინარეთა დონის მატების გამო, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დიდი ნაწილები მოსალოდნელი საფრთხის შემცველ ზონად ითვლება.
14 სექტემბერს წყალდიდობამ რუმინეთის 8 ოლქი დააზარალა.
წყალდიდობის შედეგად მძიმედ დაზარალდა გალატის ოლქი - ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, გალატის ოლქში წყალდიდობას სულ მცირე 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა; ასევე, განადგურებულია 5 000-მდე საცხოვრებელი სახლი.
Reuters-ის ცნობით, ამ დროისთვის ასევე ევაკუირებულები არიან ჩეხეთის და პოლონეთის საზღვართან მდებარე ზოგიერთი ქალაქის მაცხოვრებლებიც.
ასევე, ჩეხეთის რკინიგზამ განაცხადა, რომ ათობით მარშრუტზე მომსახურება შეფერხებულია - აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მეორე უდიდეს ქალაქ ბრნოში, საავადმყოფომ, სიფრთხილის მიზნით, პაციენტების ევაკუირებაც უზრუნველყო.
ამ დროისთვის სტუმრებისთვის დაკეტილია პრაღის ზოოპარკიც, რომელიც მდინარე ვლტავას გასწვრივ მდებარეობს.