თეგებით ძიება

ბიძინა ივანიშვილმა სისხლიანი რეჟიმი წარსულს ჩააბარა და საქართველოს დემოკრატიული გარდატეხა მოუტანა - ირაკლი კობახიძე

2012 წლამდე საქართველოს მართავდა უსამშობლო ადამიანების ერთობა, უცხოური აგენტურა, რომელმაც ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინაშე უამრავი დანაშაული ჩაიდინა. პატიმრებით გადავსებული ციხეები, ადამიანების წამება და არაადამიანური მოპყრობა, ქუჩაში ახალგაზრდების მკვლელობა, ბიზნესის ტერორი, ტელევიზიების მითვისება, სამაჩაბლოს და აფხაზეთის დაკარგვა - ეს იმ დანაშაულების მხოლოდ არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი ჩადიოდა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, გორში, საარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.

მანვე მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისთვის და უწყვეტი 12-წლიანი მშვიდობისთვის, რომელმაც ქვეყანას ძალიან დიდი წინსვლა მოუტანა.

„კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ადამიანს, რომელმაც სისხლიანი რეჟიმი წარსულს ჩააბარა და საქართველოს დემოკრატიული გარდატეხა მოუტანა. ყველა ის მიღწევა, რომელიც ჩვენს ქვეყანას გასული 12 წლის მანძილზე ჰქონდა, სწორედ ამ დემოკრატიული გარდატეხის შედეგია. დიდი მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისთვის და უწყვეტი 12-წლიანი მშვიდობისთვის, რომელმაც საქართველოს უკვე ძალიან დიდი წინსვლა მოუტანა და მომავალშიც ასეთივე წინსვლას მოუტანს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გორში მოსახლეობასთან შეხვედრა მიმდინარეობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა