თეგებით ძიება
14. 09. 2024 მსოფლიო

უკრაინის საჰაერო ძალებმა 72 რუსული დრონი გაანადგურა

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 14 სექტემბერს 72 Shahed-ის ტიპის რუსული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა. 

"14 სექტემბრის ღამეს მეტოქე თავს დაგვესხა Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით. ჩვენი საჰაერო ძალების რადიო-ტექნიკური სამუშაოების შემსრულებელმა სამხედროებმა 76 დრონი აღრიცხეს, რომლებიც რუსეთის კურსკის, ეისკისა და ოკუპირებული ყირიმის ჩაუდას ოლქებიდან მოემართებოდნენ. [...]

საჰაერო საბრძოლო მოქმედებების შედეგად, მტრის 72 დრონი ჩამოვაგდეთ ოდესას, მიკოლაივის, ხერსონის, პოლტავას, ხარკოვის, კიევის, დონეცკის, ჟიტომირის, დნიპროპეტროვსკის, ჩერკასის, ვინიციასა და სუმის რეგიონებში.

დამატებით, ორი დრონი უკრაინის ტერიტორიაზე დაიკარგა, ხოლო კიდევ ორი - რუსეთში დაბრუნდა!" - წერია უკრაინის საჰაერო ძალების ანგარიშში. 

რუსეთის უკრაინას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა