თეგებით ძიება
14. 09. 2024 მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის აღსაკვეთად, მეტის გაკეთება შეეძლო

ნატო-ს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის აღსაკვეთად, მეტის გაკეთება შეეძლო, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გერმანულ გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ფართომასშტაბიანი ომის აღსაკვეთად ნატოს მეტის გაკეთება შეეძლო უკრაინის შეიარაღებისთვის.

„ახლა სამხედრო ტექნიკას ვაწვდით ომისთვის - მაშინ სამხედრო ტექნიკის მიწოდება შეგვეძლო ომის აღსაკვეთად“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, ნატო-ს წევრი ქვეყნების ყოყმანი იარაღის მიწოდების თაობაზე, რომელსაც უკრაინული მხარე რუსეთის შეჭრამდე ითხოვდა, გამოწვეული იყო რუსეთთან ურთიერთობების დაძაბულობის ესკალაციის წუხილით.

სტოლტენბერგის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომის შეწყვეტა მხოლოდ მოლაპარაკებების მაგიდასთან არის შესაძლებელი.

„ეს ომი რომ შევწყვიტოთ, გარკვეულ ეტაპზე კვლავ დაგვჭირდება რუსეთთან დიალოგის წარმოება. მაგრამ ის უკრაინულ ძალას უნდა ეყრდნობოდეს”, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

ცნობისთვის, 1 ოქტომბრიდან სტოლტენბერგს ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ნიდერლანდების ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე ჩაანაცვლებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თავად სტოლტენბერგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა