თეგებით ძიება

ერთადერთი ძალა, რომელიც ძალადობას ახალისებს „ქართული ოცნებაა“ - მანჯგალაძე

ერთადერთი ძალა, რომელიც ძალადობას ახალისებს „ქართული ოცნებაა“, ზიზღის ენა, ადამიების ერთმანეთზე დაგეშვა მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის ნაწილია,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ სიძულვილის ენა იარაღად აქცია.

„ჩვენი კამპანია - ერთიანობა, ამიტომ ჩვენ ამაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ. ზიზღის ენაზე, ქართველების ერთმანეთზე დაგეშვასა და დაყოფაზე პასუხისმგებლობა მმართველი პარტიის მხარესაა. ჩვენ გვინდა ერთიანობა.

“ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დაპირება - ოპოზიციას, თავისუფალი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიის გაქრობაა. კიდე მე ვლაპარაკობ ზიზღის ენით? ჩვენ არ ვაპირებთ გივი მიქანაძისა და „ქართული ოცნების“ გასამართლებას, „ქართულ ოცნებას“ საქართველოს მოქალაქეები გააქრობენ“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა