ჩვენი ქვეყანა სოციალურად ჩაფლულია ნარკოდანაშაულში - ხაზარაძე
ჩვენი ქვეყანა სოციალურად ჩაფლულია ნარკოდანაშაულში - ამ საკითხში ჩვენ ვართ უკომპრომისოები, იმიტომ რომ ეხება ჩვენს მომავალს, ჩვენს გენოფონდს და ჩვენს მომავალ თაობას,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „90-იანი წლებში, როგორც კი საქართველომ დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი დაიწყო, იმ წუთში უამრავი ნარკოტიკის შემოყრა დაიწყო და მიიჩნევს, რომ ზუსტად ამგვარი სიტუაციაა ახლაც“.
„მე მახსენდება 90-იანი წლები, როგორც კი საქართველომ დაიწყო დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი, როცა ხალხმა გამოიღვიძა, იმ წუთში დაიწყო უამრავი ნარკოტიკის შემოყრა და ჩემ გარშემო, ჩემ უბანში, ქუჩაზე, სკოლაში, უმაღლეს სასწავლებელში მეგობრებს ვკარგავდი, თითქმის ყოველ კვირას. ანალოგიური სიტუაციაა ახლა, ამიტომ უნდა ავკრძალოთ ყველა ის ტრანზიტი, ყველა ის "ბარიგა", რომელიც ჩვენს შვილებს კლავს და მომავალს უნადგურებს. ამ საკითხში ჩვენ ვართ უკომპრომისოები იმიტომ, რომ ჩვენს მომავალს, ჩვენს გენოფონდს და ჩვენს მომავალ თაობას ეხება. მინდა კიდევ ერთხელ მივესალმო ჩემს მეგობრებს, "ძლიერი საქართველო" იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დააკომპლექტებს საქართველოს მთავრობას და რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს, რომ ამ ორი პარტიის [„ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“] 20-წლიანი ხილვა ხელისუფლებაში აღარ დავუშვათ“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.